პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიების დაგეგმის პროცესში. პირველი მოდული საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან ეხებოდა დაგეგმვას და მის ეფექტურობას სასწავლო პროცესში,რადგან ეფექტური სწავლების და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააზრებული გეგმის შედგენა და საკითხის სიღრმისეული შესწავლა,რომელიც მოსწავლეს ეხმარება თემის თუ საკითხის სრულყოფილად ათვისებაში